20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
მედიაგარემოზე უმცირესობის მიერ მომზადებულ განცხადებას სესიაზე განიხილავენ

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა იმართება. მანამდე კანონმდებლები სესიის დღის წესრიგს ბიუროზე განსაზღვრავენ.

მიმდინარე სასესიო კვირაში სხვადასხვა საკითხთან ერთად ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე უმცირესობის მიერ მომზადებული განცხადება განიხილება.

ასევე საუბარი იქნება ოპოზიციის ინიციატივაზე რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ. ეს ეხება ბარბარე რაფალიანცის, ეროსი კიწმარიშვილისა და შალვა თათუხაშვილის საქმეებს.

ოპოზიციის ერთერთი პროექტი "ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" შექმნასაც ითვალისწინებს.

ამ ინიციატივებს უმრავლესობა ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობად მიიჩნევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები