16 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ყველას ეძლევა შანსი, თუმცა როდესაც ამ შანსს იგივე და იმაზე უარესის გასაკეთებლად იყენებ, რითაც ქვეყანა დააზიანე, შემდეგ ნამდვილად დგება შენი პასუხისმგებლობის საკითხი - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას აანონსებს, ეს მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადდება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მანდატების გაუქმება, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ერთპარტიული პარლამენტი მმართველ გუნდსაც არ უნდა, მისი თქმით, პარლამენტი და ნებისმიერი სხვა პარტია, ქვეყნის ინტერესების მატარებელი უნდა იყოს:

"ერთპარტიული პარლამენტი არც გვინდა და არც წარმოგვიდგენია. უბრალოდ ჩვენ გვინდა ისეთი პარლამენტი და ისეთი პარტიები, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს, ეს უნდა ქართულ საზოგადოებასაც.

"ქართულმა ოცნებამ" მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს თავისი ზნე ეცვალათ, თუმცა მათ თავიანთი ზნე არ იცვალეს და რა უბედურებებიც 2008 წლამდე ატრიალეს, იგივე სურვილი აქვთ ახლაც.

ყველას ეძლევა შანსი, მათ შორის არაერთი, თუმცა როდესაც ამ შანსს იგივე და იმაზე უარესის გასაკეთებლად იყენებ, რითაც ქვეყანა დააზიანე, შემდეგ ნამდვილად დგება შენი პასუხისმგებლობის საკითხი,"- ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები