აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი კანდიდატები მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” შტაბებს უხელმძღვანელებენ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით, დელეგატები უმაღლეს საბჭოში წამყვან პოზიციებზე იქნებიან.
"ბათუმში ჩვენი დელეგატი იქნება - რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც კარგად იცნობს აჭარის თითოეული მცხოვრები. რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა.
ქობულეთში ჩვენი დელეგატი იქნება უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი - ცოტნე ანანიძე, ახალგაზრდა და პროფესიონალი ადამიანი.
ხელვაჩაურში ჩვენი დელეგატი გახლავთ - მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი ხელვაჩაურის თითოეული მკვიდრის სიკეთეები და გამოწვევები.
ქედაში ჩვენი დელეგატია მამუკა თურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელე.
შუახევში "ქართული ოცნების" დელეგატია - ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი და შუახევის ყოფილი მერი, რომელმაც ზედმიწევნით დეტალურად იცის თითოეული შუახეველის საჭიროება და გამოწვევები.
ხულოში ჩვენი დელეგატი იქნება - ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოქმედი მერი, რომელიც ყველა ხულოელის საყრდენი, მათი ინტერესების გამტარებელია და დარწმუნებული ვარ თითოეული ხულოელის ხმა იქნება წარმოდგენილი აჭარის უმაღლეს საბჭოში,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ