16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
კოტე პეტრიაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მინდა მივულოცო წარმატება, ნიკოლოზ მაისურაძეს ვულოცავ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობას, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე - ირაკლი კობახიძე

კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება.

"იუნიორთა მსოფლიო  ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რისთვისაც ჩვენ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ", - განაცხადა პრემიერმა.

 

დღის ამბები