თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციაში, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში მყოფმა ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მოღალატეობრივი ქმედებებით, ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაკარგა, პასუხი უნდა აგონ.
კახა კალაძე ხაზს უსვამს, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ცდილობდა ხელი შეეშალა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის მიღებაში.
"ოპოზიციის გაუქმებაზე გითხარით, რომ ეს არის ტყუილი და სპეკულაციები. რაც შეეხება კოლექტიურ "ნაციონალური მოძრაობას", თქვენ იცით, რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან ეს ადამიანები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ, მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და მათი მოღალატეობრივი ქმედებებით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები.
შესაბამისად, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ პოლიტიკურ პარტიას აქვს არსებობის, მოღვაწეობისა და პოლიტიკის კეთების უფლება, რომელიც პირდაპირ მტრობს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს?! დარბის ბრიუსელში, ცდილობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. რამდენიმე წლის წინ ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდოდათ შეეჩერებინათ," - აცხადებს კახა კალაძე.