ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, თავისუფალი ზონის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის დროს მათი წევრის დაკავებას აპროტესტებენ. პარალელურად, პარლამენტში დეპუტატები ბიუროს სხდომაზე იკრიბებიან.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლიტიკურ პატიმრებს, იმ ბიჭებს, რომლებიც თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი აზრის დასაცავად დაიჭირეს. ამ ქვეყანაში ვერავინ და მით უმეტეს კოლბაში გამოკეტილი ოლიგარქი ვერ შეძლებს ამ ქვეყნის ჭორვილიზაციას, ვერ შეძლებს ამ ქვეყნის პუტინიზაციას“, - აცხადებს აქციის ერთერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას არ შეგუებიან.
ავტორი: ნატა მახვილაძე