16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
გამჭვირვალობის შესახებ კანონის ეფექტურობა დღითიდღე იზრდება - დავით მათიკაშვილი

ერთი დღე განხილვის დაწყებამდე. საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე ხვალ განმწესრიგებელ სხდომას მართავს.

მოსარჩელე მხარე თვლის, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ასევე ითხოვენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედება შეჩერდეს.

"ქართული ოცნების შეფასებით, ეს სარჩელი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა კი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის საერთო გეგმისა და ინტერესების ლუსტრაცია მოახდინა

"გამჭვირვალობის შესახებ კანონის ეფექტურობა დღითიდღე იზრდება. ამ კანონმა უზრუნველყო არამხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოდინებული თანხების ხარჯვის გამჭვირვალობა, არამედ უზრუნველყო იმ პოლიტიკური ძალებისა და ადამიანების გამჭვირვალობა, რომლებიც თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით გამოირჩევიან. იქნებიან ესენი "ნაცმოძრაობა", მასთან აფილირებული NGO-ები, ბურჯანაძეები თუ ბესელიები, ისინი ერთად, სახელმწიფოს წინააღმდეგ დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს და საზოგადოებისთვის ეს უკვე კიდევ ერთი აშკარა დასტურია, თუ ვინ არის ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგი,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები