16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის, პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია და არ არსებობს არაფერი მსოფლიოს სივრცეში, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება - გიორგი ვოლსკი 

ერთი დღე განხილვის დაწყებამდე. საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე ხვალ განმწესრიგებელ სხდომას მართავს.

მოსარჩელე მხარე თვლის, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ასევე ითხოვენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედება შეჩერდეს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის, პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია:

"ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, მე ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, რათა მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. წინასწარ ვერავინ იტყვის რა გადაწყვეტილება მიიღებს და რა არგუმენტი ექნება მოსარჩელე მხარეს, თუმცა მოპასუხე მხარეს, ერთადერთი არგუმენტი აქვს - არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის, პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია და არ არსებობს არაფერი მსოფლიოს სივრცეში, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები