აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პირდაპირი დიალოგი გამართონ.
როგორც "როიტერსი" წერს, ამის შესახებ პეკინში ვიზიტით მყოფმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვონ იმ მოლაპარაკებებისას იმსჯელეს. თუმცა, როდის გაიმართება ჯო ბაიდენისა და სი ძინ პინის დიალოგის შესახებ მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე უცნობია.
ასევე ვიდეოზარის საშუალებით შედგება სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტი.
სალივანის ვიზიტი ჩინეთში 29 აგვისტოს სრულდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებებსა და, ასევე, თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.