"საარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნა, რომელიც ადრე ჩვეულებრივი პროცედურა იყო, წელს განსხვავებულად დაიწყო. ჯერ (პ)რეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის ხელმოწერას ტოქსიკური სიტყვა დააყოლა დესერტად, შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიცია შეუდგა წლების მანძილზე დამუშავებული მესიჯ-ბოქსის გაცოცხლებას და ცესკოსკენ ჯერ ვერბალურად ქვების სროლას, თორემ ნამდვილი ქვების სროლაც გვახსოვს", - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, უდიდესი მანქანაა ამუშავებული არჩევნების დისკრედიტაციისათვის და ამჯერად საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევაა მიზანში ამოღებული.
"საარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნა, რომელიც ადრე ჩვეულებრივი პროცედურა იყო, წელს განსხვავებულად დაიწყო. ჯერ (პ)რეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის ხელმოწერას ტოქსიკური სიტყვა დააყოლა დესერტად, შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიცია შეუდგა წლების მანძილზე დამუშავებული მესიჯ-ბოქსის გაცოცხლებას და ცესკოსკენ ჯერ ვერბალურად ქვების სროლას, თორემ ნამდვილი ქვების სროლაც გვახსოვს. ამჯერად საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევაა მიზანში ამოღებული, და ბრალდებებიც ტრადიციულია - ნეპოტიზმი, სახელისუფლებო რესურსი და ა.შ. არადა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია პირდაპირ ეთერში იხილოს წევრების კანდიდატებთან გასაუბრება, რაც წარმოუდგენელი იყო წინა ხელისუფლების ცესკოს პირობებში. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ, მოისმინოთ და დაუჯეროთ საკუთარ თვალებს და ყურებს და არა სხვების (ოპოზიციის და მათი ენჯეოების). უდიდესი მანქანაა ამუშავებული არჩევნების დისკრედიტაციისათვის, რაც ყველა ქვეყანაში აპრობირებული მექანიზმია „რევოლუციური სცენარის“ მოსამზადებლად", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.