16 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. საქმეს სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსარჩელე მხარეები პრეზიდენტი, არასამთავრობოები და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან.

მათი მთავარი მოთხოვნა, კანონის გაუქმება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერებაა. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ კანონის მიღება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ვიმსჯელებთ სადაო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, გვექნება მსჯელობა იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ მხარეებს,"- განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი თევდორაშვილმა.

 

დღის ამბები