16 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
რამდენიმე თვიანი განხილვის პერიოდში ერთი არგუმენტიც არ არსებობდა, რომ ეს კანონი ან კანონის რომელიმე პუნქტი არ უნდა ყოფილიყო მიღებული - გივი მიქანაძე "გამჭვირვალობის" კანონის შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარეები პრეზიდენტი, არასამთავრობოები და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან.  

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ყველა, ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, გამჭვირვალობის წინააღმდეგ კი არგუმენტები არ არსებობს.

"თუ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს, შეუძლია, რომ გაასაჩივროს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა, ერთიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე თვიანი განხილვის პერიოდში, მთელმა საზოგადოებამ ნახა, ერთი არგუმენტიც კი არ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი ან კანონის რომელიმე კონკრეტული პუნქტი არ უნდა ყოფილიყო მიღებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინი რაიმე ახალს ფიზიკურად ვერ წარადგენენ. ან რა უნდა წარადგინონ, გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ეს არის პიარული ნაბიჯი მათი მხრიდან და კიდევ ერთი მავნებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს ვიღაცის უფლებები ირღვევა," - აცხადებს გივი მიქანაძე. 

 

ავტორი: მარიამ ურუშაძე 

 

 

დღის ამბები