16 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
გია აბაშიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ასაჩივრებს "ნაციონალური მოძრაობა" და თავად აღიარებს, რომ ეს პარტიული სარჩელია, პოზიციების გასამყარებლად ჰყავს ნაყარ-ნუყარი იურისტები და ნაცზონდერები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გასაჩივრებას სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ეს პარტიული სარჩელია, რასაც თავად "ნაცმოძრაობა" აღიარებს.

მისი თქმით, მოღალატე პოლიტიკურ ძალაში არაფერი იცვლება და "ნაციონალურ მოძრაობას" პოზიციების გასამყარებლად საკონსტიტუციო სასამართლოსთან "ნაცზონდერები" ჰყავს მობილიზებული.

"საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ასაჩივრებს "ნაციონალური მოძრაობა" და თავად აღიარებს, რომ ეს პარტიული სარჩელია, პოზიციების გასამყარებლად ჰყავს ნაყარ-ნუყარი იურისტები და ნაცზონდერები. მოღალატე პოლიტიკურ ძალაში არაფერი იცვლება - მჩხავანა უსაგნო არგუმენტები და თუ ეს არ ჭრის, ძალმომრეობა. არცერთ დესტრუქციას არ უწერია გამარჯვება" - წერს გია აბაშიძე.

დღის ამბები