უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში და უცხოური ძალების ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში - მმართველი გუნდი არასამთავრობოების ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაზე და უცხო ძალის მიერ, წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტზე საუბრობს.
ოპოზიციაში მმართველი გუნდის ბრალდებებს ამერიკულ და დასავლურ ორგანიზაციებზე თადასხმად აფასებენ. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, ეს "ქართული ოცნების" საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი მაჩვენებელია.
"სამწუხაროდ ეს თავდასხმა ამერიკულ და დასავლურ ორგანიზაციებზე, არის კიდევ ერთი გამოვლინება "ქართული ოცნების" საგარეო კურსის ცვლილების. ჩვენი ამოცანაა, რომ მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.