16 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
უცხო ქვეყნის ფული მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, თან ასე უსირცხვილოდ, უტიფრად, პირდაპირ საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ - გურამ მაჭარაშვილი

უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში და უცხოური ძალების ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში - მმართველი გუნდი არასამთავრობოების ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაზე და უცხო ძალის წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის ფაქტებზე საუბრობს.

განმარტებას ჯერჯერობით არ აკეთებენ მესამე სექტორში, ოპოზიცია კი ამერიკული და დასავლური ორგანიზაციების მისამართით თავდასხმებზე საუბრობს.

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მესამე სექტორი უცხოურ დაფინანსებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ იყენებს, მიზანი კი საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანაა, წინასწარ გააჩინონ განცდა, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგზე ზემოქმედების შესახებ.

"ენჯეოები თავიდან ბოლომდე არიან გადართული პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ისინი ვნახეთ, დაახლოებით, 2 წლის წინ პოლიტიკურ სცენაზე, ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ და ახლაც ირკვევა, რომ ამ ე.წ. დემოკრატიულ ფესტივალზე, რომ დაარქვეს, პირდაპირ ენჯეოები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილედ და შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს ორგანიზაცია NDI, IRI, რომლებიც მერე 26-27 ოქტომბერს გამოაცხადებენ, რომ ისინი არიან ობიექტური შემფასებლები და მათი შეფასებით, როგორც ეს 2020-ში მოხდა, რაღაც ხარვეზებს აქვს ადგილი და ა.შ., რასაც რა თქმა უნდა არავინ არ დაიჯერებს.

სამწუხაროდ, უცხო ქვეყნის ფული მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, თან ასე უსირცხვილოდ, უტიფრად, პირდაპირ საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ.

რა "დემოკრატიული ფესტივალი", დადიან ხალხში, სადაც მიესვლებათ, თორემ ბევრგან არ მიესვლებათ.

უცხოური ძალა და ფული არ უნდა მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები