16 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
არსებობს ერთი კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ზურაბიშვილის თამადობით, ა ბატონო, იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი - გურამ მაჭარაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას გურამ მაჭარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესს უწოდებს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი ამბობს, რომ ცდილობენ, საქართველოს გამოაცალონ ის იარაღი, რომელსაც ჰქვია გამჭვირვალობა და რომლითაც ის ებრძვის უცხოურ ძალას, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.

"არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი. ზურაბიშვილის მთელი ეს ანტიქართული მოძრაობა, ვინც არიან იქ, თუ არ ვცდები მიემატნენ ბურჯანაძე, ბესელია, ენჯეო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ., იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს გამოაცალონ ის იარაღი, რომელსაც ჰქვია გამჭვირვალობა, რომლითაც ის ებრძვის უცხოურ ძალას, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.

ცნობილი სიტყვებია, ერეკლეს არ ჰყავს მეზარბაზნეები, როცა მოღალატემ აცნობა მტერს. აი ეს ხალხია, რომლებიც იბრძვიან, რომ ქვეყანაში არ იყოს გამჭვირვალობა. მაგრამ, პერსპექტივა რა თქმა უნდა ამას არ აქვს. დავინახეთ, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, არსებობს ერთი კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ზურაბიშვილის თამადობით, ა ბატონო იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

ავტორი: მარიამ ურუშაძე 

დღის ამბები