16 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
4 სარჩელი და 200-მდე ხელმომწერი - საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამჭვირვალობის კანონის განხილვა დაიწყო

4 სარჩელს 1 მოთხოვნა აერთიანებს - გამჭვირვალობის კანონის უპირობოდ გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა 11 საათზე დაიწყო. 8 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმის წინაშე პოზიცია პირველებმა პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გამოხატეს - დააყენეს შუამდგომლობაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ კანონის სადავოდ გამხდარი ნორმები შეაჩეროს, რაც 1-ლი სექტემბრიდან სპეციალურ რეესტრში ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულების ავტომატურად შეჩერებას ნიშნავს.

მსგავსი არგუმენტები ჰქონდათ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებიც კანონის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ და კონკრეტული სუბიექტების სტიგმატიზების საფრთხეზე საუბრობენ.

რეპუტაციის შემლახავი სტატუსის მინიჭებასთან ერთად, მოსარჩელეები კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე საუბრობენ და ამის არგუმენტებად დღეს პარტნიორების განცხადებები მოიყვანეს.

სხდომას უმრავლესობის დეპუტატები არ დასწრებიან. მოპასუხე მხარეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სპეციალისტები წარმოადგენდნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ მოსარჩელეებს რეალური არგუმენტები, თუ რატომ არის კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამო არ ჰქონდათ. შესაბამისად ამტკიცებდნენ, რომ კანონის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

მოსარჩელეებმა სადავო მუხლებიდან ერთ-ერთი - 11-ეს პირველი პუნქტი ამოიღეს, რაც თანასწორობის უფლებას და დისკრიმინაციას ეხება - გადაწყვეტილებას და ბათუმში მიმდინარე პროცესს მმართველი გუნდიც გამოეხმაურა.

სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ 11 საათზე განახლდება.

დღის ამბები