16 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე საბა ბრაჭველის განცხადებაზე: ამ ლოგიკით, კანონის წინააღმდეგ 470 ენჯეოს ხელმოწერა შეგროვდა, ანუ ენჯეოების 1,5% აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონს და ეს უფრო სამარცხვინო არ გამოდის რადიკალებისთვის?

არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის, მაგრამ ზოგადად ცალმხრივი მამაძაღლობა ყოველთვის მიუღებელი და უკადრისი საქმეა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე "ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის განცხადებას სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, კანონის წინააღმდეგ 470 ენჯეოს ხელმოწერა შეგროვდა, ანუ ენჯეოების 1,5% აპროტესტებდა "გამჭვირვალობის კანონს" და ეს უფრო სამარცხვინო გამოდის რადიკალებისთვის. 

"არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის, მაგრამ ზოგადად ცალმხრივი მამაძაღლობა ყოველთვის მიუღებელი და უკადრისი საქმეა. ამ ლოგიკით, კანონის წინააღმდეგ 470 ენჯეოს ხელმოწერა შეგროვდა. ანუ ენჯეოების 1,5% აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონს და ეს უფრო სამარცხვინო არ გამოდის რადიკალებისთვის?"- წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები