16 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
650 000 დააკისრეს ადამიანს, რომელმაც თაღლითური გზით გადაწყვიტა დიდი ფულის შოვნა - გია ვოლკსი მამუკა ხაზარაძეზე

რატომ არ იხდის მამუკა ხაზარაძე ჯარიმას, რომელიც საქართველოს მთავრობასთან 4 წლიანი დავის წაგების შემდეგ, მას ფრანგულმა არბიტრაჟმა დააკისრა, - კითხვას მმართველ გუნდში სვამენ, სადაც ამბობენ, რომ "ლელოს" ლიდერი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება.

ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი თვე გავიდა. ანაკლიის საქმეზე საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა, უარყო მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე და ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. "ლელოში" აცხადებენ, რომ ეს არა ჯარიმა, არამედ საარბიტრაჟო ხარჯებია.

პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი თაღლითობა სახეზეა.

"650 000 დააკისრეს ადამიანს, რომელმაც თაღლითური გზით გადაწყვიტა დიდი ფულის შოვნა. სულ რომ არ ყოფილიყო სასამართლო, განა არ ვიცით, რომ სახელმწიფომ მილიონები ჩადო ამ პროექტში. არაფერი არ გააკეთეს და ითხოვდნენ ფულს. სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანეს ამხელა ჯარიმის მოთხოვნა და მიიღეს პასუხი. 650 ახლა ამისთვის უნდა გადაიხადოს თუ არ უნდა გადაიხადოს - ეს ახალი ქეისია და შეუძლია სასამართლოს მიმართოს, მაგრამ თაღლითობა აშკარად სახეზეა. თაღლითობა ჩადენილია კონკრეტული პირის მიმართ კი არა, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს - საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები