16 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
ცუდია, რომ მეუფე ნიკოლოზი ამას სარკასტულად ამბობს, ეს ნებისმიერი სახელმწიფოს მმართველობის პრინციპი უნდა იყოს, რადგან გვქონდეს თვითმყოფადობის ის მექანიზმები ხელში, რომელიც ერის გამაერთიანებელია - ვოლსკი 

საპარლამენტო უმრევლესობაში მეუფე ნიკოლოზს პასუხობენ და აცხადებენ, რომ გულდასაწყვეტია, როცა ეკლესიის როლის გაძლიერებას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი დასცინის.

მმართველი გუნდის შეფასებით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ და ეს შეთავაზება წინასაარჩევნო მიზნებს დაუკავშირა.

"ქართული ოცნების" შეფასებით, მეუფის ამ განცხადებამ რადიკალური ჯგუფი წაახალისა:

"ცუდია, რომ მეუფე ნიკოლოზი ამას სარკასტულად ამბობს - წინასაარჩევნო დაპირება კი არა, ეს ნებისმიერი სახელმწიფოს მმართველობის პრინციპი უნდა იყოს, რადგან გვქონდეს თვითმყოფადობის ის მექანიზმები ხელში, რომელიც ერის გამაერთიანებელიც არის და ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში, ამკვიდრებს და აძლიერებს გარკვეულ ფუნდამენტს, რაზეც საქართველოს სახელმწიფო მუდმივად იდგა.  ფაქტია, რადიკალურ ოპოზიციას და მის ტელევიზიებს საშუალება მიეცათ ამ განცხადების გამოყენებით რაღაც პოლიტიკური შეძახილები და ეს ისტერიკული წამოძახილები გაეკეთებინა. სწორედაც, საზოგადოებას  უნდა მივცეთ დაპირება, რომ სახელმწიფოს ეს მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ უფრო გაძლიერდება იმ პრინციპით, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ფორმულირება იქნება შეთანხმებული და კონსენსუსით მიღებული,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები