უმრავლესობის დეპუტატის ბექა ოდიშარიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებული, ხოლო "ლელოს" დამფუძნებლებმა ამისთვის არაფერი გააკეთეს.
მისი განმარტებით, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა მათ თანხის გადახდა და აქ მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რისთვის დაეკისრათ მათ თანხის გადახდა.
"პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ მათ დააკისრა ამ თანხის გადახდა. ფაქტი სახეზეა, აქ უფრო მნიშვნელოვანია რა იყო შინაარსი და რატომ დაეკისრა მათ ეს თანხა და არა ის თანხა, რაზეც ისინი აპელირებენ. შინაარსი გახლავთ ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რათა ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო, ხოლო ამის საპირისპიროდ, ლობისტურმა კომპანიამ სახელწოდებით "ლელო" და მისმა დამფუძნებლებმა არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.