პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საგარეო მდივანი, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ არავითარი ჯარიმა არ არსებობს და ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულია ხრიკია, რადგან მათ კარგად იციან, რომ დოკუმენტი ვერ გამოქვეყნდება.
მისი განმარტებით, საარბიტრაჟო სასამართლო იკვლევდა ჰქონდა თუ არა, სახელმწიფოს უფლებამოსილება კონტრაქტი შეეწყვიტა, რაზეც არც ერთი მხარე არ დააკმაყოფილა.
"არავითარი ჯარიმა არ არსებობს, ეს არის "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული ხრიკი. ძალიან მარტივად, არბიტრაჟი რომელიც განიხილავდა კონკრეტულ საკითხს, კერძოდ - იყო თუ არა, უფლებამოსილი სახელმწიფო შეეწყვიტა კონტრაქტი, ამ საკითხს სწავლება არბიტრაჟი და არც ერთი მხარე არ დააკმაყოფილა. სხვა დანარჩენი არის კონფიდენციალური, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ის რასაც ჩვენ ახლა "ქართული ოცნებისგან" ვისმენთ, არის მათი პროპაგანდისტული ხრიკები, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ დოკუმენტი ვერ გამოქვეყნდება", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.