16 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
მოსარჩელეების მიზანი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება, რაც მოსარჩელე მხარემ სრულად წააგო - ბექა ძამაშვილი ხაზარაძის სარჩელზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, მოსარჩელეების მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება იყო, რაც მოსარჩელე მხარემ სრულად წააგო.

მისი განმარტებით, საარბიტრაჟო სასამართლომ მოსარჩელე მხარეს, საპასუხოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ ხარჯების გადახდა დაეკისრა, რაც ჯერ ნებაყოფლობით არ განხორციელებულა.

"მოსარჩელეების მიზანი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება, რაც მოსარჩელე მხარემ სრულად წააგო და მას საპასუხოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ხარჯების გადახდა. მათ აქამდე ნებაყოფლობით არ გამოუთქვამთ სურვილი და არ მოუმართავთ ამ თანხის გადახდის მიზნით და შესაბამისად, როდესაც ეს ნებაყოფლობითი ვალდებულება არ შესრულდება, ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი გზებით მოქმედება", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის საქმეზე საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა, უარყო მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე და ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. "ლელოში" აცხადებენ, რომ ეს არა ჯარიმა, არამედ საარბიტრაჟო ხარჯებია.

 

დღის ამბები