საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა, უკვე მეორე დღეა გრძელდება. სხდომა, რომელზეც შესვენებაა გამოცხადებული, რამდენიმე წუთში განახლდება.
კითხვებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს დაუსვამენ. სწორედ მათ უსმენდნენ მხარეები დილიდან დარბაზში, სადაც კამათი იყო.
დღესვე მოუსმენენ ფილოლოგს, რომელიც გააკეთებს შესაბამის განმარტებებს კანონში ჩანაწერებთან დაკავშირებით.
სარჩელების ავტორები, პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები კანონის გაუქმებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერებას მოითხოვენ.
ავტორი: მარიამ ურუშაძე.