16 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის ამ დროის მონაცემებით, 233-მა ორგანიზაციამ მიმართა, გვყავს 122 მოსარჩელე - თამარ ტყეშელაშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის ამ დროის მონაცემებით, 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ხოლო მოსარჩელეთა არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა 122-ია.

"მოსამართლემ იკითხა, რა არის ზოგადად, საქართველოში რეგისტრირებული აიპების სრული რიცხვი. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ დაახლოებით 29 ათასი. ეს არის საჯარო რეესტრის სტატისტიკა. მთავარი კითხვა, რაც შეიძლება აწუხებდეს საზოგადოებას, რამდენ აიპზე შეიძლება ვრცელდებოდეს აღნიშნული კანონი. ზუსტად ეს პროცესი მონიტორინგის და რეგისტრაციების შედეგად გამოვლინდება, რომ შეიძლება X რიცხვი, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, დანარჩენი საქართველოდან ა.შ. არავინ არ იცის წინასწარ. ჩვენ, ამ წუთისთვის, გვყავს 122 მოსარჩელე და 233 განმცხადებელი," - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილი.

 

დღის ამბები