"ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1 პროცენტი. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1 პროცენტზე ნაკლები" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
"აღქმების, მისკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება და ძალიან ხაზგასმით ვთქვა, რომ ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1 პროცენტი. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1 პროცენტზე ნაკლები. ამით შევწყვიტოთ რიცხვებზე და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე," - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.