მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რამაც საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა. ივლისის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური რეიტინგი, თითქმის 10 პროცენტით განისაზღვრა.
ახალ სტატისტიკას ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ სამთავრობო გუნდში. ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდის ფონზე, შემცირებულია უმუშევრობა და გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელი.
ეკონომიკის მსგავსი დინამიკა რომ საინვესტიციო აქტივობასაც ზრდის, საუბრობენ ეკონომისტები. ექსპერტების თქმით არსებული ეკონომიკური გარემო სამომავლოდაც, დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
მიმდინარე თვის ეკონომიკურ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სექტემბერში გამოაქვეყნებს.