"ქალბატონო ანა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება?!"- ამ კითხვით იუსტიციის მინისტრმა თამარ ტყეშელაშვილმა, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში "გამჭვირვალობის" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, ანა ნაცვლიშვილს დასმულ კითხვის პასუხად მიმართა, რომელიც მშვიდობის აღდგენის პროცესზე კანონის გავლენას შეეხებოდა.
"ვთქვათ პირდაპირ, "საია"“-ს სარჩელი იყო, ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და აქ ნუღარ გადავალთ", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.