საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე "სირცხვილიას" გადაწყვეტილებას, აღარ დარეგისტრირდეს "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში", სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა "სირცხვილიაზე" გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო," - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოძრაობა "სირცხვილიამ" გუშინ, 30 აგვისტოს განაცხადა, რომ "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირდებოდა; დღეს კი ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა."