"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე მოძრაობა "სირცხვილიას" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, აღარ დარეგისტრირდეს "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში."
მისი შეფასებით, ორგანიზაციამ "შიდასაოჯახო ბულინგს" ვერ გაუძლო და დაუბრუნდა საწყის პოზიციას.
"სირცხვლიას", როგორც ჩანს, მცირე ხნით გაუნათდა გონება და დააპირა სიმართლის თქმა, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანა. "სირცხვილიამ" ჭამა სირცხვილი, შიდასაოჯახო ბულინგს ვერ გაუძლო და დაუბრუნდა საწყის პოზიციას, რომ ტყუილი, ქვეყნის დაზიანება და "სირცხვილია" დარჩა "სირცხვილიად," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, მოძრაობა "სირცხვილიამ" გუშინ, 30 აგვისტოს განაცხადა, რომ "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირდებოდა; დღეს კი ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა."