16 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებლი" ცესკოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ

"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ცესკოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრები პარტიული ნიშნით აირჩიეს, პროცესი კი რეალური კონკურენციით არ ჩატარებულა.

ისინი ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზავიებს, კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა ცესკოსთვის. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ პროცესი ღია იყო, კომისიებში არჩეულ წევრებს კი პარტიებთან კავშირი არ აქვთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირთაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანოებმა ძლიერი დაკვირვება უნდა აწარმოონ. 

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე აირჩია მუნიციპალიტეტების და საკრებულოებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, ასევე მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების ნათესავები. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს და სადამკვირვებლო ორგანოებს განახორციელონ ძლიერი დაკვირვება,"- აცხადებს კირთაძე. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და ღიად.

"ასეთი მოსაზრება პროგნოზირებულიც იყო და საზოგადოებაც დაეჩვია, რომ ყოველი ასეთი არჩევნების წინ მსგავსი დისკრედიტაციები ხდება. თუმცა არჩევნების შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში წერია რომ არჩევნები მაღალპროფესიონალურად ჩატარდა, რაც ნიშნავს ერთ, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე და ღია,"- აცხადებს შარაბიძე.

დღის ამბები