ომი ისრაელსა და "ჰამასს" შორის მწვავე ფაზაშია. ისრაელელმა სამხედროებმა ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბიდან 1 კილომეტრში იპოვეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ცხედრების პოვნამდე, ექვსივე მძევალი „ჰამასმა", სავარაუდოდ, რამდენიმე დღით ადრე მოკლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მძევლების მკვლელების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ბენიამიმ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის, ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებალდ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საპასუხოდ ჰამასი მძევლებს ხოცავს.
მოკლულთა შორის არის 23 წლის ჰერშ გოლდბერგ პოლინი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალქე იყო. მკვლელობის საფასუსრის გადახდაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი და შეშფოთებას გამოთქვამს ჰამასის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.
პარალელურად, ღაზის სექტორში პოლიომიელიტის ვაქცინაცია დაიწყო. გავრცელებული ცნობით, დაგეგმილია 640 ათასამდე ბავშვის აცრა. ისრაელი, კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით, ანკლავში ჰუმანიტარული პაუზების ამოქმედებას დათანხმდა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ბრძოლა მინიმუმ რვა საათით შეწყდება.
ვითარება უცვლელია ფრონტის ხაზზე. ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 61 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც არიან.