16 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"გამჭვირვალობის რეესტრში" დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული "ნაცენჯეოები" აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს - გია აბაშიძე

ორგანიზაციებისთვის "გამჭვირვალობის რეესტრში" დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული "ნაცენჯეოები" აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს, რითაც ქმნიან ყალბ წინასაარჩევნო გარემოს შეთითხნილი რეპორტებისთვის“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, რევანშისტებისა და მათი უნამუსო დონორების იაფფასიანი პოლიტიკური სპექტაკლი გვინახავს და მათ კვლავ გააცამტვერებს უწინდელივით თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები და ელექტორატის აქტიურობა, რათა ნაცმანქურთებს დაბრუნების არანაირი შანსი მიეცეთ.

"ორგანიზაციებისთვის "გამჭვირვალობის რეესტრში" დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული "ნაცენჯეოები" აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს, რითაც ქმნიან ყალბ წინასაარჩევნო გარემოს შეთითხნილი რეპორტებისთვის - არჩევნები იყო "არადემოკრატიული", "დევნიდნენ/ავიწროებდნენ" სამოქალაქო სექტორს.

ამ მახინჯი ვითარების შექმნაში და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაში ერთ-ერთი წამყვანი როლი მიუძღვით კოლექტიურ ეკა გიგაურებს, ნინო ლომჯარიებს და მათნაირ სუბიექტებს, რომლებიც მიუკერძოებელი დამკვირვებელთა შლეიფით იქნებიან ნაცსექტის კოორდინატორები საარჩევნო ადმინისტრაციაში, დეზინფორმაციული განცხადებებით მოქამლავენ საჯარო სივრცეს.

რევანშისტებისა და მათი უნამუსო დონორების ეს იაფფასიანი პოლიტიკური სპექტაკლი გვინახავს და მათ კვლავ გააცამტვერებს უწინდელივით თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები და ელექტორატის აქტიურობა, რათა ნაცმანქურთებს დაბრუნების არანაირი შანსი მიეცეთ.“-წერს გია აბაშიძე.

დღის ამბები