16 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ის, ვინც ვერ და არ დარეგისტრირდება, არის საჯარიმო სანქციები - რაც უფრო მეტი ჯარიმა დაიწერება, ისევ და ისევ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს - ირაკლი ზარქუა

ის, ვინც ვერ და არ დარეგისტრირდება, არის საჯარიმო სანქციები - რაც უფრო მეტი ჯარიმა დაიწერება, ისევ და ისევ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს.

ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე ქვეყანაში უცხოეთიდან 85 მილიონი არის შემოსული. აქედან 15 მილიონის გარდა, დანარჩენი თანხა რაში იხარჯება, ზარქუას თქმით, ცნობილი არ არის.

"აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოებით 30%-მდე უკვე რეგისტრირებულია, რამდენიმე ასეული, ხოლო დარჩენილი ნაწილიც დროთა განმავლობაში გაიაზრებს, რომ ალტერნატივა სხვა არ აქვს და დარეგისტრირდებიან.

ის, ვინც ვერ და არ დარეგისტრირდება, არის საჯარიმო სანქციები, რაც უფრო მეტი ჯარიმა დაიწერება, ისევ და ისევ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს. ბოლოს უკვე გაიაზრებენ, რომ ასე აზრი არა აქვს - ან თვითონ დონორი შეუწყვეტს დაფინანსებას, ან უკვე როგორც "სირცხვილია" აპირებდა დარეგისტრირებას, ასე დარეგისტრირდებიან.

85 მილიონი არის შემოსული ამათ დაფინანსებაზე. 15 მილიონის გარდა, 70 მილიონი რაში დაიხარჯა კაციშვილმა არ იცის. დეკლარირებული არსად არ არის.

მაგრამ ვიცით როგორ ხდება შეტევა ეკლესიაზე, პატრიარქზე, მართლმადიდებლობაზე, როგორ არის პროპაგანდა ლგბტ, როგორ უნდა ერთსქესიანთა ქორწინება, აი ამაზე იხარჯება.

ჩვენ ვართ სახელმწიფო - საქართველო, რომელიც იმართება კანონებით, სამართლებრივი სახელმწიფოა, ამიტომ ყველას მოუწევს - ვისაც აქ უნდა მუშაობა ჩვენს ქვეყანაში, კეთილი ინებონ და კანონი დაიცვან. კანონი ამბობს - წელიწადში ერთხელ გიწევთ დეკლარაციის შევსება და ამას შეავსებთ,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათში "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის ვადა იწურება. არასამთავრობოების ნაწილი რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.

დღის ამბები