"მინდა ყველას ვუთხრა, რომ კანონი იმუშავებს და კანონის მთავარი მიზანი, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია ვინ არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ და რა მიზანს ემსახურებიან - ეს იქნება მიღწეული" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს.
"მათი მხრიდან გასაკვირი არც არის ეს ქმედება, ეს ბუნებრივია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ კანონი იმუშავებს და კანონის მთავარი მიზანი, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია ვინ არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ და რა მიზანს ემსახურებიან - ეს იქნება მიღწეული. ჩემდა მოულოდნელად, ამ კანონმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე კანონის მიზნებია," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათში "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის ვადა იწურება. არასამთავრობოების ნაწილი რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.