ამ წუთებში იურიდიული კომიტეტი ამნისტიის შესახებ კანონს განიხილავს. მანამდე კი სხდომაზე მეორე მოსმენით იმსჯელეს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტზე.
საკომიტეტო განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" წევრები ესწრებოდნენ. მათ მომხსენებელს დაუსვეს კითხვები, რომლებიც ძირითადად სქესის შეცვლის და შვილად აყვანის საკითხებს უკავშირდებოდა.