დრო ამოიწურა - რეზონანსული კანონის შესაბამისად, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დღეს, საღამოს 6 საათამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.
საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ.
კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს უნდა აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული თანხის წყაროს, ოდენობის და მიზნების შესახებ. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს, ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.
დეტალები დღეს საჯარო რეესტრში კიდევ ერთხელ განმარტეს.