20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
„ეროსი კიწმარიშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ინფომრაცია "რუსთავი 2-ის" მფლობელობაზე," - გოკა გაბაშვილი

„ეროსი კიწმარიშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ინფომრაცია რუსთავი 2-ის მფლობელობის, კომერციული მხარის შესახებ და მის გარეშე ხელისულება და ბიძინა ივანაშვილი ვერ დაეპატრონება ვერანაერი გზით რუსთავი 2-ს,“ -  ეს განცხადება გიორგი გაბაშვილმა პარლამეტის ტრიბუნიდან გააკეთა და რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლებსა და ეროსი კიწმარიშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგიც აქვს ჩატარებული. დეპუტატმა ამ პრესკონფერენციის შინაარსზეც ისაუბრა.

„მან თქვა, რომ არსებობს ერთი ზედმეტი რგოლი, ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც თუ გაქრება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ხელისუფლება დაეპატრონოს რუსთავი 2-ს. ამის შემდგომ გადის რამდენიმე დღე და ეროსი კიწმარიშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ იქნა ნაპოვნი. არის ფაქტი, რომ ადამიანი თავის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ სასამრთლოს გზით, რუსთავი 2-ის წაღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააქრობენ,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები