"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჰუმანური აქტი 6 000-მდე პატიმარს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან გადადგმულია მაქსიმალური ნაბიჯი, რათა პატიმრების რესოციალიზაციას შეეწყოს ხელი.
"6 000-მდე პატიმარს შეეხება ეს ჰუმანური აქტი. ბუნებრივია, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმულია მაქსიმალური ნაბიჯი, რომ პატიმრების რესოციალიზაციას შევუწყოთ ხელი. ჩვენ გვაქვს ბალანსის პრინციპი, არ შეიძლება მასობრივად მოახდინო პატიმრების გამოშვება, რომ მერე კრიმინალის რიცხვმა იმატოს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და ამიტომ ამას ძალიან კარგად ხვდებიან პატიმრების მშობლები და თავად პატიმრებიც.
ის, რომ იურიდიულ საკითხთან კომიტეტზე მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია იყო, ერთის მხრივ კარგია, რომ ერთი პარტია მაინც იყო და მეორეს მხრივ ცუდია, რომ დანარჩენებს საერთოდ არ აინტერესებთ საქართველო და პატიმრები. ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიცია არ წარმოადგენს ხალხის ნებას, ის წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.