16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
ნინო ფოჩხუა დევიდ კრამერის განცხადებაზე: ეს კაცი ბედავს და დაუფარავად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში. ამას გაბადრული უსმენს დამსწრე ქართველი მხარე. მეტი რა არის მონობა და აგენტობა?

"ეს კაცი ბედავს და დაუფარავად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში და მაშინ როცა ვიღაც გადამთიელი, რომელსაც მხოლოდ თავისი ინტერესები აქვს ჩვენს ქვეყანაში, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს და ამას გაბადრულები უსმენს დამსწრე ქართველი მხარე, გაუგონარია. მეტი რა არის მონობა და აგენტობა?" - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის გაკეთებული განცხადების თაობაზე.

ფოჩხუას თქმით, ქართველი ხალხი საკადრისს პასუხს გასცემს ამ ღალატს 26 ოქტომბერს.

"ეს კაცი, დევიდ კრამერი, დღესაც, როგორც ადრე, სტუმრობს საქართველოს და შეხვედრებს მართავს დესტრუქციულ ოპოზიციასთან და არა ქართველ ხალხთან, ვისი სახელითაც ლაპარაკობს. ყველას გვახსოვს მისი ადრინდელი სტუმრობა, როცა ინაშვილთან ინციდენტით შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საქართველოს.

დღესაც, "საერთაშორისო კონფერენციით" შეფუთულ ღონისძიებაზე, არა და ნაფტალინიდან ამოღებული დელეგატებით არის იქაურობა შევსებული, ვისაც არავინ არაფერს ეკითხება, ბედავს და ჭკუას გვარიგებს. ჩვეულებრივი "კარწინკაა," როგორც ყოველთვის, რისი დიდოსტატებიც არიან. ეს კაცი ბედავს და დაუფარავად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში და მაშინ როცა ვიღაც გადამთიელი, რომელსაც მხოლოდ თავისი ინტერესები აქვს ჩვენს ქვეყანაში, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს და ამას გაბადრულები უსმენს დამსწრე ქართველი მხარე, გაუგონარია. მეტი რა არის მონობა და აგენტობა?
წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო, ასეა ამათი საქმე. ვერ ეღირსებიან, ქართველი ხალხი საკადრისს პასუხს გასცემს ამ ღალატს 26 ოქტომბერს!" - წერს ნინო ფოჩხუა.

დღის ამბები