20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
"ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი,"- ელისო ჩაფიძე

ამ წუთებში პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქართული მედიისა და რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მომზადებულ რეზოლუციას განიხილავენ. 

რეზოლუციის პროექტი გოკა გაბაშვილმა გააცნო კოლეგებს ამ წუთებში კი საკუთარ პოზიციებს როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აფიქსირებენ. 

„ნიკა გვარამია არ არის ჩემთვის თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლო. ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი, პროკურორი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საკმაოდ სერიოზული განცხადებებით გამოირჩეოდა, რომელიც იღებდა ფილმებს იმასთან დაკავშირებით სადაც იარაღის მუქარის ქვეშ ფეხმძიმე ჟურნალისტები ყავდა გართხმული სწორედ თქვენს ხელისფლებას და საუბრობდა იმაზე, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებენ. იყავით თუ არა თქვენ აღშფოთებული მაშინ და მიმართეთ თუ არა პარლამენტს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით?"- განაცხადა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ.

დღის ამბები