16 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას: ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, თქვენ შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველდღე

"ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, თქვენ შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველდღე", - ამ განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრს, თეონა აქუბარდიას უპასუხა.

საუბარია თეონა აქუბარდიას განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ "ქართული ოცნების" განცხადებები ყალბია.

შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას, გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანება შეახსენა. 

"ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, თქვენ შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველდღე. როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში, ეს არის სიყალბე. პირველ რიგამდე რომ მოაღწიეთ, ეს არის სიყალბე, ასე რომ გილოცავთ, კარგ საზოგადოებაში ზიხართ, სიყალბეს რაც შეეხება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები