16 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდე რეალობად იქცევა - ნინო წილოსანი

"ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდე რეალობად იქცევა", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში გააკეთა. 

ნინო წილოსანის თქმით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. 

"ალბათ ბევრისთვის საინტერესოა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების დაცვის არა ერთგზის გამოცდილი და აღიარებული მექანიზმია პარტიების აკრძალვა, რომელსაც უკვე ათწლეულებია მსოფლიო პრაქტიკა იყენებს. უკრაინაში აკრძალულია 22 პარტია, საფრანგეთში 13, რუმინეთში 9. იდენტური პრორუსულობის მიზნით იქნა აკრძალული ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია მოლდოვაში 2023 წელს. რამდენ ანტიქართულ ქმედებას გავიხსენებთ ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში? ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდე რეალობად იქცევა," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები