თბილისი "რუმსში" მეორე დღეა მიმდინარეობს მიმდინარეობს კონფერენცია, რომელსაც უცხოელი პოლიტიკოსები და ექსპერტები, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან.
პანელურ დისკუსიებზე ისმის მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებები და სანქციების მოთხოვნა.
კონკრეტულად რა თემებზე საუბრობენ შეხვედრაზე, ცნობილი არ არის, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონმა გამოააშკარავა ძალიან ბევრი ფარული კავშირი, რომლითაც ოპოზიცია სარგებლობდა:
"უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ პრობლემებში უკვე რომ შეიყვანა დონორები, ეს ჩანს. არ გამოვრიცხავ, რომ ამაზეც იყო საყვედურები - თუ რატომ ხდება ასეთი უხეში მეთოდებით უცხოური დაფინანსების გამოყენება საქართველოში. თავს იმართლებდნენ ამ შეხვედრაზე, რამე ახალ გეგმაზე თანხმდებოდნენ თუ ახალ პროექტზე, ეს არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ გამჭვირვალობის კანონმა გამოააშკარავა ძალიან ბევრი ფარული კავშირი, რომლითაც ოპოზიცია თურმე სარგებლობდა ზოგჯერ არასამთავრობოს და ზოგჯერ ტელევიზიას ამოფარებული. ჩვენ საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს მადლობას ვუხდით, მივესალმებით ყველა პროექტს, რომელიც ემსახურება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, თუმცა, არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოება ვინმემ მოატყუოს და არასამთავრობოს პროექტის სახელით სცადოს გავლენის მოხდენა ჩვენი ქვეყნის საჯარო ცხოვრებაზე," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.