ამ წუთებში პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის ტექსტს განიხილავენ, რომელიც ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ისა და სხვა მედიასაშუალებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება. გოკა გაბაშვილმა მიმდინარე მოვლენები ხელისუფლებას დაუკავშირა.
"ეს პროცესები სასამართლოშიც, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არის ორკესტრირებული, ეს ერთიანი ჯაჭვის ნაწილია და ამ ჯაჭვს დაუდო სათავე ერთმა დაპირებამ, რომ აუცილებლად დაადუმებენ რუსთავი2-ს. დაპირებამ, რომელიც გაიცა და დაერთადერთი დაპირება, რომლის შესრულებასაც აპირებს ეს ხელისუფლება. დაპირება, რაც ბატონმა კალაძემ ღია ეთერში გასცა, ის დაპირდა თავის ამომრჩეველს, რომ დაასრულებს მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის ფუნქციონირებას,"-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.