"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" მარცხდება, ამ მარცხის ეშინია და ყოველდღიურად "ახალ ტყუილებს იგონებს".
"რატომ იგონებთ ყოველდღიურად ახალ ტყუილებს? უთხარით სიმართლე ხალხს - იმიტომ, რომ თქვენ მარცხდებით და გეშინიათ მარცხის, იმიტომ, რომ იცით, რომ 20%-ზე მეტი მხარდაჭერა ამ არჩევნებში არ გექნებათ, იმიტომ, რომ ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპის მხარეს, კეთილდღეობის მხარეს და არა - იზოლაციის, მარტო დარჩენის და სიღატაკის მხარეს, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ ვინ ხართ თქვენ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.