ISFED-ს იქით უნდა დავაკვირდეთ, ერთადერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ქართული ოცნების" ლიდერები სამართლიანი არჩევნების საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებენ და ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას იხსენებენ.
"ISFED-ს იქით უნდა დავაკვირდეთ ყველანი ერთად, რომ რამე სიყალბე არ ჩაიდინოს. ISFED-ი რას უნდა დააკვირდეს? ერთადერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა. იქით არის დასაკვირვებელი ISFED-ი, რომ რაღაცა მსგავსი სიიჟე არ ქნას კიდევ. იქით დასაკვირვებლის ნდობა როგორ შეიძლება?" - აცხადებს მამუკა მდინარაძე.