16 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე შეიძლება პროვოკაციებში აისახოს - მამუკა მდინარაძე

"ოპოზიცია რაც უფრო სუსტია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ხოლო მათი სისუსტე, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციაც, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს.

"ეს ბუნებრივი ამბავია, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. შემიძლია, მოვუწოდო თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ეს ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს. უარი თქვან დავალებების შესრულებაზე. თავიანთი ინიციატივით ისინი აღარ ინძრევიან, იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი არათუ გამარჯვების, არამედ ერთი-ორი პარტიის იქით პარტიებს ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ. არანაირი შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, პროვოკაციებში.

ერთადერთი, რაც დარჩენიათ (ან წინასაარჩევნოდ, ან ამის შემდეგ) - რაღაცა პროვოკაციები მოაწყონ, რაღაც სერიოზული, ისეთი საკითხები დადგეს დღის წესრიგში რომელიც, მათი აზრით, საზოგადოებას აღაშფოთებს და ამ დღის წესრიგს მიჰყვებიან, სხვა შანსი არ აქვთ და ამიტომ, როგორც ჩანს, გეგმა B-დ ამას მოიაზრებენ.

როდესაც 2016 წელს ოპოზიციონერ ლიდერს აფეთქებდნენ და დღეს, როდესაც სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, რომ ამაზე ვიღაც-ვიღაცები სადღაც ლაპარაკობენ, ბუნებრივი ამბავია, რომ ჩვენ პრევენცია უნდა გავაკეთოთ. პირველი, რაც შეიძლება გავაკეთოთ - დავდგეთ ტრიბუნასთან პარტიის ოფისში და ვთქვათ, რომ მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამაზე მიდის საუბარი და წინასწარ იცოდეთ. სხვათა შორის, მათ უსაფრთხოებასაც უზრუნველვყოფთ ამით გარკვეულწილად," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები