16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ლაშა ბაქრაძის განცხადება კიდევ ერთხელ გვანახებს მათ ფარულ ვნებებს, როგორ ხედავენ ისინი ადამიანებს საკუთარი პარტიული რიგების მიღმა - ნინო წილოსანი

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ნინო წილოსანის თქმით, თითოეული შეურაცხმყოფელი და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები მმართველი გუნდის მხრიდან მაქსიმალურად იქნება მიწოდებული სადამკვირვებლო მისიებისთვის.

"ლაშა ბაქრაძის ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვანახებს მათ ფარულ ვნებებს, როგორ ხედავენ ისინი ადამიანებს საკუთარი პარტიული რიგების მიღმა და რისი გამკეთებლები არიან თუ ოდესმე მათ მიეცათ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა დაწყებული მედია ბულინგიდან, გაგრძელებული პარტიული შეურაცხყოფებით და პოლიტიკაში სიძულვილისა და ზიზღის ენის გაღვივებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება სადამკვირვებლო მისიებისთვის გადაცემული," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა:

"დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და იმ "ნახმარ სახეებს," რომლებიც აქვთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს," - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

დღის ამბები