16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
PVT გააყალბა ამ ორგანიზაციამ, რაზეა საუბარი, აბა სად არის წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის - პრემიერი ISFED-ზე

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტი 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

საპასუხო კომენტარი გაკეთდა მმართველ გუნდში - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორგანიზაციის მიერ 2020 წელს ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება გაიხსენა.

"PVT გააყალბა ამ ორგანიზაციამ, რაზეა საუბარი. არჩევნები არის დაწყებული. აბა სად არის წაშლილი ზღვარი, რით საბუთდება წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის? ხომ დაიწყო არჩევნები.

რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, არავითარი ანტიდასავლური რიტორიკა სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან. როცა გამოდიან და გვემუქრებიან მაგალითად სანქციებით, რის გამო თან. სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, მეტი ხომ სალაპარაკო არაფერი აქვთ და ამ დროს გემუქრებიან შენ სანქციებით. აქ არ უნდა დაიცვა თავი? რა შუაშია აქ ანტიდასავლური რიტორიკა?" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები